ავტორიზაცია

ისტორიაში მე-17 ფეხბურთელი, რომელსაც რონალდუსთანაც ექნება ნათამაშები და მესისთანაც

ისტორიაში მე-17 ფეხბურთელი, რომელსაც რონალდუსთანაც ექნება ნათამაშები და მესისთანაც
თარიღი 11 აგვ 2021, 10:39

მოხდა ის, რასაც ვერავინ იფიქრებდა - შარშან ჯერ კიდევ „ბარსას“ და „რეალის“ კაპიტნები წელს „პსჟ-ში“ ერთი მაისურით ითამაშებენ და ერთი მიზნებისთვის იბრძოლებენ.

სერხიო რამოსი გახდება მე-17 ფეხბურთელი ისტორიაში, რომელსაც მესისთანანაც ექნება ნათამაშები და რონალდუსთანაც.

ვინ არის წინა 16?

ანხელ დი მარია (რეალი - რონალდუ, არგენტინა - მესი)

დიბალა (იუვენტუსი - რონალდუ, არგენტინა - მესი)

ხერარდ პიკე (მანჩესტერ იუნაიტედი - რონალდუ, ბარსელონა - მესი)

კარლოს ტევესი (მანჩესტერ იუნაიტედი - რონალდუ, არგენტინა - მესი)

ეზეკიელ გარაი (რეალი - რონალდუ, არგენტინა - მესი)

ფერნანდო გაგო (რეალი  - რონალდუ, არგენტინა - მესი)

ანდრე გომეში (პორტუგალია - რონალდუ, ბარსელონა - მესი)

დეკუ (პორტუგალია - რონალდუ, ბარსელონა - მესი)

გონსალო იგუაინი (რეალი და იუვენტუსი - რონალდუ, არგენტინა - მესი)

ნელსონ სემედუ (ბარსელონა - მესი, პორტუგალია - რონალდუ)

არტური (იუვენტუსი - რონალდუ, ბარსელონა - მესი)

მირალემ პიანიჩი (იუვენტუსი - რონალდუ, ბარსელონა - მესი)

ტრინკაუ (ბარსელონა - მესი, პორტუგალია - რონალდუ)

მარტინ კასერესი (ბარსელონა - მესი, იუვენტუსი - რონალდუ)

ჰენრიკ ლარსონი (მან.იუნაიტედი - რონალდუ, ბარსელონა - მესი)

გაბრიელ ჰაინცე (მან.იუნაიტედი - რონალდუ, არგენტინა - მესი).