ავტორიზაცია

ინტერი დოპინგის გამო დისკვალიფიცირებულ გოლკიპერს ეპატიჟება და 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

ინტერი დოპინგის გამო დისკვალიფიცირებულ გოლკიპერს ეპატიჟება და 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს
თარიღი 11 აგვ 2021, 13:03

მილანის „ინტერი“ „აიაქსის“ კამერუნელი მეკარის, ანდრე ონანას შეძენით ინტერესდება.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კლუბმა ფეხბურთელს კონტრაქტი 2025 წლამდე შესთავაზა.

„ნერაძურის“ იმედი აქვს, რომ ონანას გადაბირებას უფასოდ მოახერხებს, რადგან ფეხბურთელს 2022 წლის ზაფხულში „აიაქსთან“ კონტრაქტი ეწურება. „ინტერის“ გარდა, მეკარით ლონდონის „არსენალიც“ ინტერესდება.

ონანა „ბარსელონას“ აღზრდილია, „აიაქსში“ კი 2015 წლიდან ასპარეზობს, ამ პერიოდში მან 204 მატჩი ჩაატარა და 180 გოლი გაუშვა.

თებერვალში ონანას ანტიდოპინგური დარღვევების გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. თუმცა, არ არის გამორიცხული, ფეხბურთელს საარბიტრაჟო სასამართლომ სასჯელი შეუმსუბუქოს და ანდრემ მოედანზე დაბრუნება გაცილებით ადრე მოახერხოს.