"ჩემპიონობის სუნს ვგრძნობ", - რონალდინიო მესის თავის ყოფილ გუნდში გადასვლას ეხმაურება
ლეგენდარული ბრაზილიელი ექს-ფეხბურთელი რონალდინიო, ლეო მესის „პსჟ-ში“ გადასვლას ეხმაურება.
თავის დროზე, რონალდინიო „პსჟ-ში“ თავადაც თამაშობდა და „ბარსელონაში“ სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა. მესის მარშრუტი კი საპირისპირო აღმოჩნდა.
„პსჟ-ში სიხარულით ვთამაშობდი და ახლა მიხარია, რომ ამ გუნდის მაისურით ჩემს მეგობარს ვნახავ.
ლეო, დაე აქაც ამდენივე სასიხარულო მომენტი გადაგხდეს. შესანიშნავი ვარსკვლავური შემადგენლობაა. ჩემპიონობის სუნს ვგრძნობ.“ - წერს რონალდინიო სოციალურ ქსელში.
მესიმ „პსჟ-სთან“ კონტრაქტი გუშინ, 10 აგვისტოს გააფორმა. მხარეებს შორის თანამშრომლობა ორი წლით გაფორმდა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
ახალ გუნდში არგენტინელის ხელფასი წლიურად 35 მლნ ევრო იქნება.