ავტორიზაცია

პსჟ-ს პრეზიდენტი: "მბაპეს მომავალი? მისი მთავარი მოთხოვნა შესრულებულია და ახლა არჩევანი აღარ აქვს"

პსჟ-ს პრეზიდენტი: "მბაპეს მომავალი? მისი მთავარი მოთხოვნა შესრულებულია და ახლა არჩევანი აღარ აქვს"
თარიღი 11 Aug 2021, 13:41

ლეო მესის წარდგენის პრესკონფერენციაზე, „პსჟ-ს“ პრეზიდენტს ნასერ ალ-ხელაიფის ჰკითხეს, თუ როგორ აისახება არგენტინელის ტრანსფერი კილიან მბაპეს მომავალზე.

„მგონი, ყველაფერი ძალიან ნათელია - კილიანი პარიზელია! მისი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ძლიერი და კონკურენტუნარიანი გუნდი გვყოლოდა და ახლა, მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს.

შესაბამისად, მბაპეს ახლა სხვა არჩევანიც არ აქვს გარდა დარჩენისა. ის „პსჟ-ში“ რჩება.“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ალ-ხელაიფის ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევაზეც ჰკითხეს, რაზეც მან მოჭრილად უპასუხა: 

„ჩვენ ფინანსური ფეირ-პლეის რეგულაციებს პირველივე დღიდან მოვყვებით, ჩვენი ფინანსური გუნდი ყველაფერს ამოწმებს. ფეირ-პლეის თვალსაზრისით მესის დამატება წესის ყველა დაცვით შეგვეძლო.“ - დაასრულა ალ-ხელაიფიმ.