მესი: "როდის ჩავატარებ პირველ მატჩს პსჟ-ში?"

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ თავის ახალ გუნდში მოახლოებული დებიუტის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, არგენტინელი ფორვარდი "პსჟ"-ში უფასოდ გადმოვიდა.
"როდის ჩავატარებ ჩემს პირველ შეხვედრას პარი სენ-ჟერმენში? არ ვიცი, შვებულებიდან ახლახანს დავბრუნდი. ერთ თვეზე მეტია არ მივარჯიშია და ფორმის აღდგენა მჭირდება.
შესაძლოა, რომ მომიწიოს პატარა წინასასეზონო მომზადების გავლა და უკვე შემდეგ, მოედანზე გასვლა. იმედია, ყველაფერი მალე მოხდება", - განაცხადა ლეომ RMC Sport-თან საუბარში.
პარიზული გუნდი მორიგ შეხვედრას გამართავს 14 აგვისტოს. ლიგა 1-ის მეორე ტურის ფარგლებში "ლურჯ-წითლების" მოწინააღმდეგე "სტრასბურგი" იქნება. აქვე დავამატებთ, პირველ ტურში "ტრუა" იქნა დამარცხებული.