ავტორიზაცია

პსჟ-ს პრეზიდენტი კლუბიდან მბაპეს შესაძლო წასვლაზე მორიგ კომენტარს აკეთებს

პსჟ-ს პრეზიდენტი კლუბიდან მბაპეს შესაძლო წასვლაზე მორიგ კომენტარს აკეთებს
თარიღი 12 Aug 2021, 22:23

"პსჟ"-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ ხელაიფი დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელი, კილიან მბაპე გუნდში დარჩება.

მოგეხსენებათ, 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავისადმი ინტერესს მადრიდის "რეალი" იჩენს.

"კილიანს ყველაფერი აქვს აქ დასარჩენად. ახლა თუ წავიდა, ვერავინ გაიგებს მის გადაწყვეტილებას", - ციტირებს ალ ხელაიფის სიტყვებს L'Equipe.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მბაპეს პარიზულ კლუბთან 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

Transfermarkt-ის ვერსიით, კილიანის სატრანსფერო ღირებულება 160 მილიონ ევროს შეადგენს.