ახალი სეზონის დაწყების წინ, სოლსკიაერმა მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობა შეაფასა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონის დაწყების წინ გუნდის შემადგენლობაზე ისაუბრა.
"ჩვენი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ, სხვაზე არ ვფიქრობ. მთავარი ის არის, როგორ გავივლით ამ გზას, დღეიდან დაწყებული სეზონის ბოლომდე", - აცხადებს ნორვეგიელი სპეციალისტი.
"სამწვრთნელო შტაბში, ფეხბურთელებში და იმაში, როგორ ვაკეთებთ საქმეს, პროგრესი დავინახე. მაგრამ ჯერ არაფერი მოგვიგია. "ემიუში" სწორედ ამისთვის ვართ, გამარჯვებებს ვარ მიჩვეული".
"როცა აქ ვთამაშობდი, ერთხელ მესამე ადგილზე დავასრულეთ სეზონი, დანარჩენი წლები კი ან პირველები ვიყავით, ანაც მეორეები", - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Sky Sports.
ცნობისთვის, ინგლისის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშება სტარტს 13 აგვისტოს აიღებს.
სოლსკიაერი: "ზოგმა ფეხბურთელმა აცრა სრულად ჩაიტარა, ზოგს ეჭვი ეპარება"