ავტორიზაცია

ლოკატელის ტრანსფერი შესაძლოა დაიხუროს უკვე დღეს!

ლოკატელის ტრანსფერი შესაძლოა დაიხუროს უკვე დღეს!
თარიღი 13 აგვ 2021, 10:23

ტურინის "იუვენტუსი" "სასუოლოს" მანუელ ლოკატელის თაობაზე უმზადებს ახალ და ფინალურ წინადადებას, რომელსაც მიმდინარე დღის განმავლობაში გააჟღერებს.

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, "ბებერი ქალბატონი" მზად არის "ნეროვერდის" ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც ნიშნავს იმას, რომ ტრანსფერი 40 მილიონი დაჯდება.

არაა გამორიცხული, რომ "ბიანკონერიმ" იტალიელი ცენტრალური ნახევარმცველი აიყვანის განათხოვრების წესით, თუმცა ამისთვის საჭირო იქნება 5 მილიონის გადახდა, აუცილებელი გამოსყიდვით კი მოგვიანებით 35-ის.

"შავ-მწვანეების" ჰავბეკის დაბევების შემდეგ, "იუვენტუსი" გაადერთვება თავისი თავდამსხმელის, პაულო დიბალას ამჟამინდელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.