ავტორიზაცია

უეფამ 2020/21-სეზონის შედეგად საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველისა და თავდამსხმელის ნომინანტები დაასახელა

უეფამ 2020/21-სეზონის შედეგად საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველისა და თავდამსხმელის ნომინანტები დაასახელა
თარიღი 13 აგვ 2021, 15:01

უეფამ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც 2020/21-სეზონის საუკეთესოობისთვის იბრძოლებენ.

გამარჯვებულები 2021/22-სეზონის ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის დროს, 26 აგვისტოს გამოვლინდებიან.

საუკეთესო მეკარის წოდებაზე ნომინირებულები არიან:

ედუარდ მენდი (ჩელსი), ტიბო კურტუა (რეალი), ედერსონი (მან.სიტი)

საუკეთესო მცველზე ნომინირებულები:

სეზარ ასპილიკუეტა (ჩელსი), რუბენ დიაში (მან.სიტი), ანტონიო რუდიგერი (ჩელსი)

ნახევარმცველები:

კევინ დე ბრუინი (მან.სიტი), ჟორჟინიო (ჩელსი), ნგოლო კანტე (ჩელსი)

თავდამსხმელები:

ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი), კილიან მბაპე (პსჟ), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა ჩელსიმ მოიგო, რომელმაც ფინალში მან.სიტის 1:0 კაი ჰავერცის გოლით დაამარცხა. 

ჰოლანდი 10 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მას მბაპე 2 გოლით ჩამორჩა.