ავტორიზაცია

უეფამ ევროპა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე 3 მოთამაშე წარადგინა

უეფამ ევროპა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე 3 მოთამაშე წარადგინა
თარიღი 13 აგვ 2021, 15:35

უეფამ 2020/21-სეზონის ევროპა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე ნომინირებული მოთამაშეები დაასახელა.

სამეულში „მან.იუნაიტედის“ ფეხბურთელები: ედინსონ კავანი და ბრუნო ფერნანდეში და ასევე ტურნირის ტრიუმფატორი, „ვილიარეალის“ თავდამსხმელი ხერარდ მორენო მოხვდნენ.

მორენო ევროპა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მან 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა და „ვილიარეალის“ მთავარი დამრტყმელი ძალა იყო.

ბრუნო ფერნანდეში ჩვეულ სტილში „იუნაიტედის“ ლიდერი იყო და ამ სამეულში ზედიზედ მეორედ მოხვდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფინალში გასვლის დიდი დამსახურება ედინსონ კავანის ეკუთვნის - ურუგვაელი საგოლე ეპიზოდში მონაწილეობას ამ ტურნირზე ყოველ 41 წუთში ერთხელ იღებდა. 

გამარჯვებულ 27 აგვისტოს, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დროს გამოვლინდება.