ავტორიზაცია

ბარსელონას როგორც იქნა უმტიტის მსურველი გამოუჩნდა, თუმცა მცველი წასვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს

ბარსელონას როგორც იქნა უმტიტის მსურველი გამოუჩნდა, თუმცა მცველი წასვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს
თარიღი 13 აგვ 2021, 18:26

„ბარსელონა“ გუნდის მცველის სამუელ უმტიტის გაშვებას აქტიურად ცდილობს, თუმცა თავად ფეხბურთელი წასვლის წინააღმდეგია.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფეხბურთელით დაინტერესდება „ბენფიკამ“ გამოთქვა, რომელიც მზადაა ფრანგი მცველის სანაცვლოდ 10 მლნ ევრო გადაიხადოს, თუმცა როგორც ჩანს, ტრანსფერი თავად უმტიტის გამო არ შედგება.

ფეხბურთელს პორტუგალიურ გუნდში სადასვლის სურვილი არ აქვს და ამ შემოთავაზების განხილვასაც არ აპირებს.

„ბენფიკასთვის“ უარის თქმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ უმტიტი პირველ რიგში ევროპული გრანდისგან ელის შემოთავაზებას. 

უმტიტი „ბარსელონაში“ 2016 წელს „ლიონიდან“ გადავიდა, რომლის აღზრდილიცაა. თავიდან ის „ბარსას“ საკვანძო ფიგურაც კი იყო, მაგრამ 2018 წლის შემდეგ მისი კარიერა რეგრესს ტრავმების გამო განიცდის.