რაჰიმ სტერლინგი მანჩესტერ სიტიში ჯეკ გრილიშის ტრანსფერს გამოეხმაურა
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, რაჰიმ სტერლინგმა შემტევი ნახევარმცველის, ჯეკ გრილიშის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
"შესანიშნავი ფეხბურთელი გავიფორმეთ, მას უმაღლეს დონეზე სურს თავის გამოჩენა. არა მგონია, ამის გასაკეთებლად უკეთესი კლუბი არსებობდეს".
"გრილიში ფეხბურთელია, რომელსაც ყოველთვის ბურთის ფლობა უნდა, კრეატიულია და გასცემს ბურთს ღია სივრცეებში. ძალიან გახარებული ვარ "მანჩესტერ სიტიში" კიდევ ერთი კრეატიული მოთამაშის მოსვლით. იმედი მაქვს, უფრო ხშირად გატანაში დამეხმარება".
"კარგია, როცა გუნდში ძლიერი ფეხბურთელები მოდიან. დარწმუნებული ვარ, გრილიში აქ ბრწყინვალე კარიერას აიწყობს", - ციტირებს სტერლინგის სიტყვებს Sky Sports.
"მანჩესტერ სიტიმ" "ასტონ ვილადან" 25 წლის ინგლისელის ტრანსფერი 5 აგვისტოს დაადასტურა. კონტრაქტ 2027 წლამდეა გათვლილი.