ავტორიზაცია

სერია ა-ს კლუბი, რომელსაც ბარსელონამ კოუტინიოს დამატება შესთავაზა

სერია ა-ს კლუბი, რომელსაც ბარსელონამ კოუტინიოს დამატება შესთავაზა
თარიღი 14 აგვ 2021, 00:52

"ბარსელონას" ამ ზაფხულს შემტევ ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოსთან განშორება უნდა, იტყობინება ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport.

როგორც აღინიშნება, კატალონიელებმა "ლაციოს" ბრაზილიელის ერთწლიანი იჯარით დამატება შესთავაზეს და მზად არიან ფეხბურთელის ხელფასის 50 პროცენტი იხადონ - სამხრეთამერიკელი "ბარსაში" წლიურად დაახლოებით 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

თუმცა, ამ პირობების მიუხედავად, ეს გარიგება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რომაელები 4,5 მილიონის გადახდისთვის მზად არ არიან. აგრეთვე, თავად ფეხბურთელს იმ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იღებს მონაწილეობას.

2020/21 წლების სეზონში კოუტინიომ მენისკის ტრავმის გამო მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და ორი ასისტი გააკეთა.