"მესტალიას ახალი გმირი ყავს!" - ლა ლიგა მამარდაშვილის დებიუტს გამოეხმაურა

ქართველებისთვის ისტორიული დღე წარმოუდგენელი ამბით დასრულდა - „ვალენსიამ“ ლა ლიგის პირველ ტურში „ხეტაფე“ კაცნაკლულმა 1:0 დაამარცხა.
ისტორიული დღე იყო ქართველი ქომაგისთვის. 20-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგაში სასტარტო შემადგენლობიდან კვლავ ითამაშა ქართველმა ფეხბურთელმა, რომლის შესანიშნავ დებიუტსაც ლა ლიგის ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა.
"მესტალიას ახალი გმირი ჰყავს" - წერს ლა ლიგის ოფიციალური გვერდი.