ავტორიზაცია

დი მარია: "ალბათ, რონალდუ პსჟ-ში ყოფნის სურვილისგან კვდება, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენთან მესი გადმოვიდა"

დი მარია: "ალბათ, რონალდუ პსჟ-ში ყოფნის სურვილისგან კვდება, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენთან მესი გადმოვიდა"
თარიღი 14 აგვ 2021, 16:46

„პსჟ-ს“ შემტევმა ანხელ დი მარიამ გამოთქვა აზრი, რომ „იუვენტუსის“ თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს, პარიზულ გუნდში თამაში სურს.

„რონალდუ ალბათ „პსჟ-ში“ ყოფნის სურვილისგან კვდება. ამ გუნდის ფეხბურთელთა ხარისხი უნიკალურია.

ასეთი რაღაც ხშირად არ ხდება და ყველა საუკეთესოს საუკეთესოებთან თამაში სურს. კრიშტიანუ აქ ყოფნას ნამდვილად ისურვებდა. თუმცა, „პსჟ-მ“ კონტრაქტი მესისთან გააფორმა და საბედნიეროდ, უკეთესიც ასეა.“ - ციტირებს დი მარიას სიტყვებს TyC Sports.

შეგახსენებთ, რომ მესიმ „ბარსელონა" 5 აგვისტოს ოფიციალურად დატოვა და პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

არგენტინელის გარდა, ამ ზაფხულს პარიზელებმა ვეინალდუმი, აშრაფ ჰაკიმი, ჯანლუიჯი დონარუმა და სერხიო რამოსიც დაიმატეს.