ბრუნო: "სამი გოლით დავიწყე, მაგრამ წინ თავდაუზოგავი შრომა მელის"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, „ლიდს იუნაიტედთან“ გამარჯვება შეაფასა.
„გულშემატკივრები გვენატრებოდნენ, შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. ამას ისე დიდხანს ველოდით, ამიტომ დღეს ყველა კმაყოფილები და ბედნიერები ვართ.
ხალხი პოგბას დონეს განიხილავს, მაგრამ მისი დონე რეალურად ეჭვს არ იწვევს. ვიცით, რა შეუძლია მას და დღეს ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. პოლი - „მანჩესტერისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვიცით, რომ მისგან ასეთი მატჩების მოლოდინიც შეიძლება გქონდეს.
ჩემი მიზანია ყველა სეზონში უკეთესი გავხდე, ვიდრე წინაში ვიყავი. მინდა, უფრო და უფრო უკეთესი გავხდე. სამი გოლით დავიწყე, მაგრამ წინ ხანგრძლივი გზა მელის.
ჩვენთან მოსული ფეხბურთელების დონე ძალიან მაღალია, მაგრამ „ემიუ“ აქამდეც კარგი გუნდი იყო, რაც წინა სეზონშიც დავამტკიცეთ. ტიტულები ვერ მოვიგეთ, მაგრამ გუნდი ვითარდებოდა.
მატჩიდან მატჩამდე უნდა განვვითარდეთ. ასეთი განწყობით რაღაცას ნამდვილად მივაღწევთ.“ - აღნიშნა პორტუგალიელმა.