ავტორიზაცია

VIDEO: ჩელსიმ პრემიერ ლიგა გამარჯვებით დაიწყო — ტუხელის შეგირდებმა კრისტალ პალასი გაანადგურეს

VIDEO: ჩელსიმ პრემიერ ლიგა გამარჯვებით დაიწყო — ტუხელის შეგირდებმა კრისტალ პალასი გაანადგურეს
თარიღი 14 აგვ 2021, 20:08

ინგლისის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების პირველი ტურის ეგიდით, "ჩელსიმ" "სტემჯორდ ბრიჯზე" "კრისტალ პალასს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "არისტოკრატთა" გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3:0.

შეხვედრა ტომას ტუხელის შეგირდების დიდი უპირატესობით დაიწყო, რამაც შედეგი 27-ე წუთზე გამოიღო - მარკოს ალონსომ მეტოქის კარი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით აიღო.

მე-40 წუთზე, კრისტიან პულიშიჩმა "ჩელსის" უპირატესობა ორამდე გაზარდა და პირველ ნახევარში მეტი აღარაფერი შეცვლილა.

საბოლოო შედეგი 58-ე წუთზე "არისტოკრატთა" ახალგაზრდა ახალწვეულმა, ტრევო ჩალობამ დააფიქსირა, რომელმაც "არწივებს" შორი მანძილიდან ულამაზესი გოლი გაუტანა.

მომდევნო შეხვედრას "ჩელსი" 22 აგვისტოს გამართავს, სადაც სტუმრად "არსენალს" დაუპირისპირდება.

ვიდეომიმოხილვა