VIDEO: ჟოტას, ფირმინოს და სალაჰის გოლები — ლივერპულმა პრემიერ ლიგაში დაბრუნებულ ნორვიჩს უპრობლემოდ მოუგო

ინგლისის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების პირველი ტურის ეგიდით, "ლივერპული" პრემიერ ლიგაში დაბრუნებულ "ნორვიჩს" ესტუმრა.
აღნიშნული დაპირისპირება მერსისაიდელთა გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3:0.
შეხვედრაში პირველი გოლი იურგენ კლოპის შეგირდებმა 26-ე წუთზე გაიტანეს - მასპინძლების კარი დიოგუ ჟოტამ აიღო და პირველ ტაიმში მეტი არაფერი შეცვლილა.
"ლივერპულის" უპირატესობა ორამდე 65-ე წუთზე რობერტო ფირმინომ გაზარდა, რომელიც მინდორზე 4 წუთის შესული გახლდათ.
საბოლოო შედეგი კი მოჰამედ სალაჰმა დააფიქსირა - ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა თავი 74-ე წუთზე გამოიჩინა და წერტილი დასვა.
მომდევნო მატჩს მერსისაიდელები 21 აგვისტოს გამართავენ, პრემიერ ლიგის მეორე ტურის ეგიდით ისინი "ენფილდზე" "ბარნლის" უმასპინძლებენ.
ვიდეომიმოხილვა