» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

გიორგი მერებაშვილი: "ლორიამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მე ახლა "ოფის" ფეხბურთელი ვარ"



ევროპის ლიგაზე "დინამოს" "აქტობესთან" განადგურების შემდეგ თბილისური გუნდიდან წამოსულთა შორის გიორგი მერებაშვილი იყო. ქართველი შემტევის სამხსახურით რამდენიმე გუნდი დაინტერესდა. საბოლოოდ, იგი ბერძნულ "ოფიში" გადავიდა, რომელსაც იტალიური ფეხბურთის ლეგენდა - ჯენარო გატუზო წვრთნის. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ კლუბში მიაშურა გიორგი ლორიამაც ამ ზაფხულზე. GOAL.GE დაუკავშირდა მერებაშვილს და მას ამ ტრანსფერთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა. - თქვენ ივლისის ბოლოს დატოვეთ "დინამო". საინტერესოა, როდის გადაწყდა, რომ "ოფიში" ითამაშებდით? - საბოლოოდ, 12 სექტემბერს დადასტურდა, რომ მე ბერძნული კლუბის ფორმას მოვირგებდი. - ლორია ამ გუნდში თქვენზე რამდენიმე ხნით ადრე გადავიდა. გაგიწიათ, თუ არა მან შუამავლობა ტრანსფერის განხორციელებაში? - კი. გიორგიმ ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ მე ამ კლუბში მოვხვედრილიყავი. როცა გუნდის მესვეურებმა ჩემს შესახებ არაფერი იცოდნენ, სწორედ მან შესთავაზა ჩემი თავი მათ. ამას მოჰყვა ინტერესი და გარკვეული პერიოდის შემდეგ კლუბის ოფიციალური ფეხბურთელი გავხდი. - გუნდის საკითხებზე გქონდათ უკვე საუბარი მთავარ მწვრთნელთან, გატუზოსთან? - კი. მასთან, რა თქმა უნდა, მაქვს ურთიერთობა. გარდა ამისა, კლუბში თითქმის ყველა გავიცანი. ასევე გეტყვით, რომ ახალ თანაგუნდელებთან ერთად უკვე 2 ვარჯიში ჩავატარე. - "ოფისთან" ორ წლიანი კონტრაქტი გააფორმეთ. გაგვიმხელთ რა იქნება ამ დროის განმავლობაში თქვენი ანაზღაურება? - ნამდვილად არ მიყვარს ამ საკითხზე საუბარი და, შესაბამისად, თავს შევიკავებ ანაზღაურების შესახებ ლაპარაკისგან. - ამ გადმოსახედიდან რომ შეაფასოთ, გექნებათ სათამაშო დრო "ოფიში"? - ყოველ შემთხვევაში, ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს და ამისთვის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ. დანარჩენი უკვე სამწვრთნელო შტაბზეა დამოკიდებული. - "დინამოს" დატოვების შემდეგ რომელი ქართული კლუბები ინეტრესდებოდნენ თქვენით? იყო მათ შორის "ჩიხურა"? ამ უკანასკნელს ბოლო პერიოდში ხშირად უკავშირებდნენ თქვენს სახელს... - კი, შემოთავაზებები რამდენიმე გუნდისგან ნამდვილად მქონდა, თუმცა თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან. უბრალოდ, ერთი რაღაც უნდა ვთქვა აუცილებლად: ამ თვე-ნახევრის განმავლობაში მე ცხინვალის "სპარტაკში" ვვარჯიშობდი და მინდა მადლობა გადავუხადო ამ კლუბს: კახა კაჭარავას, იქ მომუშავე პერსონალს და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს, რომლებიც, მართლაც რომ, ძალიან რთულ პერიოდში მედგნენ გვერდში და სტიმულს მაძლევდნენ იმისთვის, რომ ოპტიმალური სათამაშო დროის შესანარჩუნებლად ბოლომდე მებრძოლა. - როგორ ფიქრობთ, "ოფიში" გადასვლით გაგეზრდებათ იმის შანსი, რომ ნაკრების ფორმა ისევ მოირგოთ? - თავისთავად ამის შესაძლებლობა უფრო მეტი იქნება. მინდა ვთქვა, რომ ეროვნულ გუნდში სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ და ჩემთვის დიდი პატივია ნაკრების ფორმის მორგება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

გრიზმანი უკმაყოფილოა: "Football Manager-ის შემქმნელებს ჩემი თამაში არ უნახავთ"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა Football Manager-ში თავისი მონაცემების შეფასება გააკეთა:

დღეს, 00:25

დადასტურდა: ლინდელოფმა მანჩესტერი დატოვა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ვიქტორ ლინდელოფმა კლუბი დატოვა.

დღეს, 00:14

ვინ არის ევროპის ტოპ-5 ლიგის ყველაზე საიმედო მეკარე?

სანამ მიმდინარე სეზონი შეჩერებულია, შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ ვინ არის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე საიმედო მეკარე.

დღეს, 00:06

სუარესი: "იმედია, შემდეგი ვარჯიში უკვე თანაგუნდელების გარემოცვაში იქნება"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:48

"კონორი როგორც ეჭვიანი მეძავი, ისე იქცევა", - ხაბიბის მენეჯერი

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა კონორ მაკგრეგორი მწვავედ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა:

გუშინ, 23:40

"მანჩესტერში გადმოსვლის შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი", - ბრუნო

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა, ბრუნო ფერნანდეშმა თავისი გუნდის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:27

ჩელსისა და ზიეჩს შორის გაურკვევლობა წარმოიქმნა

The Telegraph-ის თანახმად, ლონდონის "ჩელსისა" და ჰაკიმ ზიეჩს შორის ერთგვარი გაურკვევლობა წარმოიქმნა.

გუშინ, 23:19

ტერ შტეგენმა კარიერის საუკეთესო მომენტი დაასახელა

"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა თავისი კარიერის ყველაზე გამორჩეული მომენტი დაასახელა:

გუშინ, 23:11

მესიმ ინტერში შესაძლო გადასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

გუშინ, 22:38

"6:2 გამარჯვება ბერნაბეუზე", - ტურეს საუკეთესო მოგონება, რომელიც ბარსელონას უკავშირდება

"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველმა, იაია ტურემ კლუბთან დაკავშირებული საუკეთესო მოგონება გაიხსენა.

გუშინ, 22:30

მესი: "როცა ანრი ბარსელონას გასახდელში შემოვიდა, თვალებში შეხედვას ვერ ვბედავდი"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ტიერი ანრით აღფრთოვანებული იყო.

გუშინ, 22:22

ახალი მწვრთნელის ძიებაში - მილანმა 3 კანდიდატი შეარჩია

"მილანი" გუნდის მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის შემცვლელის ძიებას აგრძელებს.

გუშინ, 22:14

"ლაუტაროს არასოდეს უთქვამს, რომ რეალი არ მოსწონს", - აგენტის მინიშნება

"ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის აგენტმა საკმაოდ ხმაურიანი კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:07

იაია ტურემ ერთმანეთს მანჩესტერული დერბი და ელ კლასიკო შეადარა

"ბარსელონასა" და "სიტის" ექს-ნახევარმცველმა, იაია ტურემ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:00

"თუ ოქროს ბურთი სურს, ლივერპული უნდა დატოვოს", - მანეს რჩევა მისცეს

სენეგალის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, დიომანსი კამარამ სადიო მანეს მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 21:56

ბარსელონა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს.

გუშინ, 21:46

ტოპ გოლი პირველივე ტურში - ალკმაარი არველაძის გოლს იხსენებს [VIDEO]

ჰოლანდიური "ალკმაარის" ოფიციალური გვერდი ქართველი ფეხბურთელის, შოთა არველაძის გოლებს იხსენებს.

გუშინ, 21:26

გურამ კაშია MLS-ში საუკეთესოა

MLS-ის ოფიციალური გვერდი გვთავაზობს იმ მცველების სტატისტიკას, რომლებიც საშუალო შედეგიანობით ყველაზე აქტიურები არიან.

გუშინ, 21:20

AS: ხამეს როდრიგესისთვის ორი ევროპული გრანდი იბრძოლებს

დიდი ალბათობით, ზაფხულში "რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი კლუბიდან წავა.

გუშინ, 20:57

დიბალას მომავალი პრაქტიკულად გადაწყდა, დეტალები ცნობილია

იტალიური პრესის ინფორმაციით, "იუვენტუსის" შემტევ პაულო დიბალას მომავალი გარკვეულია.

გუშინ, 20:51

შეხვედრა უკვე შედგა, მილანი "ახალი პირლოს" ტრანსფერზე ამუშავდა

"მილანის" ხელმძღვანელობა ახალგაზრდა იტალიელი ტალანტის წარმომადგენელს უკვე შეხვდა.

გუშინ, 20:34

მიზეზები, რომელთა გამოც ბარსელონამ ვილიანის დამატებაზე უარი თქვა

"ბარსელონამ" "ჩელსის" ბრაზილიელ თავდამსხმელ ვილიანზე უარის თქმა გადაწყვიტა.

გუშინ, 20:28

"მინდა თუ არა ჩელსიში დარჩენა?", - ჟირუ საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:16

კრესპო: "რონალდო ვერ იღებდა ისეთ მოტივაციას, როგორსაც რონალდუ და მესი"

არგენტინის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, ერნან კრესპო საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 20:11

ბარსელონა რაკიტიჩს ახალგაზრდა ფეხბურთელში ცვლის?

"ბარსელონას" ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის კლუბიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

გუშინ, 19:31

ევროპულ გრანდებს შორის ბრძოლა იწყება! - საქმეში 5 კლუბია ჩართული

"ბაიერნის" ნახევარმცველი, კორანტენ ტოლისო ზაფხულში შესაძლოა კლუბიდან წავიდეს.

გუშინ, 19:24

შეთანხმება ახლოსაა, ტიაგო ალკანტარას მომავალი გადაწყვეტილია

"ბაიერნის" ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია.

გუშინ, 19:18

ცნობილია იმ ფეხბურთელთა სია, რომლებსაც იუვენტუსი შეინარჩუნებს

ცნობილია იმ ფხბურთელთა ვინაობა, რომლებიც მომავალ სეზონსაც აუცილებლად "იუვენტუსში" გაატარებენ.

გუშინ, 19:10

გაირკვა გუნდი, სადაც იბრაჰიმოვიჩი კარიერას დაასრულებს?

„მილანის“ ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კორონავირუსის პაუზის დროს, სტოკჰოლმურ „ჰამარბიუსთან“ ერთად ვარჯიშობს, რომლის თანამეწილეცაა.

გუშინ, 18:25

36 წითელი ბარათი ერთ მატჩში - გავიხსენოთ ანტირეკორდი [VIDEO]

2011 წლის მარტში, არგენტინის მეხუთე დივიზიონის გუნდების, „კლეიპოლისა“ და „ვიქტორიანო არენასის“ მატჩში, ისტორიული შემთხვევა დაფიქსირდა.

გუშინ, 18:16

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10