ავტორიზაცია

VIDEO: ანჩელოტი დამაჯერებლად იწყებს - რეალმა ალავესი სტუმრად გაანადგურა, ბენზემამ დუბლი მიითვალა

თარიღი 15 აგვ 2021, 01:54

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ალავესი“ 4:1 გაანადგურა.

კარლო ანჩელოტისთვის ეს „რეალში“ მეორედ მისვლის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი იყო, რომელიც გუნდმა დამაჯერებლად დაიწყო და კითხვის ნიშნების გარეშე მოიგო.

პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარი უხვგოლიანი გამოდგა და 5 გოლი ვიხილეთ - დუბლი კარიმ ბენზემამ მიითვალა, თითო-თითო გოლი კი ნაჩომ და ვინისიუს ჯუნიორმა გაიტანეს.

„ალავესმა“ ერთი გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაქვითა.