ავტორიზაცია

ჩისკოს გუნდის მატჩში პრემიერ ლიგის ისტორიული გოლი გავიდა

ჩისკოს გუნდის მატჩში პრემიერ ლიგის ისტორიული გოლი გავიდა
თარიღი 15 აგვ 2021, 11:28

შაბათს, 14 აგვისტოს, ჩისკოს „უოტფორდი“ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდა და 3:2 იმარჯვა.

Opta Joe-ს ინფორმაციით, ეს მატჩი გამორჩეული გახდა იმით, რომ მასში პრემიერ ლიგის ისტორიაში მე-2000 პენალტი იქნა შესრულებული.

ამ ისტორიული გოლის ავტორი „ასტონ ვილას“ ახალწვეული დენი ინგსი გახდა, რომელიც ამ ზაფხულს გუნდში „საუთჰემპტონიდან“ 32.5 მილიონ ევროდ გადავიდა.

სადებიუტო მატჩში ინგსის მიერ გატანილმა გოლმა ბირმინგემული გუნდი მარცხს ვერ გადაარჩინა და ჩისკოს „უოტფორდმა“ ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო, რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

გასულ სეზონში ინგსმა „საუთჰემპტონის“ მაისურით 29 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.