ავტორიზაცია

დღეს, ტოტენჰემი სიტის ხელმძღვანელობას კეინის თაობაზე საბოლოო პასუხს გაანდობს

დღეს, ტოტენჰემი სიტის ხელმძღვანელობას კეინის თაობაზე საბოლოო პასუხს გაანდობს
თარიღი 15 Aug 2021, 13:40

„ტოტენჰემის“ პრეზიდენტი დანიელ ლევი დღეს, 15 აგვისტოს, გუნდებს შორის გასამართი მატჩის დროს, „მან.სიტის“ ხელმძღვანელობას შეხვდება.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, „ქალაქელებმა“ კეინის შესაძენად „ტოტენჰემს“ ამ ზაფხულს უკვე მეორე შეთავაზებით მიმართეს, რომელიც დაახლოებით 150 მილიონ ევროს შეადგენს.

თუმცა, The Telegraph იტყობინება, რომ დღევანდელ შეხვედრაზე „ტოტენჰემის” პრეზიდენტი თავის მანჩესტერელ კოლეგებს შეატყობინებს, რომ ამ შეთავაზებაზე უარს ამბობს და კეინი ლონდონურ გუნდში დარჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება „ეტიჰადზე“ სურს და ამას არც მალავს, „ტოტენჰემი“ თავის ლიდერის ყველანაირი გზით დატოვებას ცდილობს.

გასულ სეზონში 28 წლის ფორვარდმა პრემიერ ლიგის 35 მატჩში 23 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.