ავტორიზაცია

პოლ სქოულზმა ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ დარჩება მისი აზრით პოგბა იუნაიტედში

პოლ სქოულზმა ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ დარჩება მისი აზრით პოგბა იუნაიტედში
თარიღი 15 აგვ 2021, 14:30

„მან.იუნაიტედის“ ექს-ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, პოლ პოგბას მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, პრემიერ ლიგის პირველ ტურში, „ლიდსთან“ მატჩში პოგბამ 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

პოგბას კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება. ფეხბურთელის აგენტმა რამდენჯერმე ხაზგასმის აღნიშნა, რომ ფრანგს გუნდის დატოვება სურს.

„ვფიქრობ, პოგბა დარჩება. როცა ის გუნდში რამდენიმე წლის წინ თამაშობდა, გუნდი ცუდ მდგომარეობაში იყო, არ ფუნქციონირებდა ისე, როგორც საჭირო იყო. მაგრამ, ახლა ასეთ შეტევაში მას საქმე გაუმარტივდება და გუნდისთვის ბევრის მიცემა შეუძლია.

ვფიქრობ, ის ახალ კონტრაქტს გააფორმებს. თუ გუნდი ასე გააგრძელებს პროგრესს, ტიტულებიც ახლოს იქნება, პოლს კი სწორედ ეს სჭირდება.“ - ციტირებს სქოულზის სიტყვებს პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.