ლეგენდარული გერდ მიულერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა
გერმანიის ნაკრების და ზოგადად გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი, გერდ მიულერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ბაიერნის“ ექს-ფეხბურთელი რამდენიმე წლის მანძილზე ალცჰაიმერის დაავადებას ებრძოდა და სამწუხაროდ, დამარცხდა.
ექს-ფეხბურთელის მეუღლე ჯერ კიდევ 2020 წელს ამბობდა, რომ მიულერის მდგომაროება ძალიან მძიმეა, ის დროის უდიდეს ნაწილს საწოლში ატარებს, გარემოზე რთულად რეაგირებს და ყველაფერს მხოლოდ თვალის დაპაჭუნებით პასუხობს.
თავის კარიერაში გერმანელმა ფეხბურთლმა 778 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 722 გოლი გაიტანა, გახდა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და სხვა არაერთი ტიტული.
1970 წელს, გერდ მიულერი ოქროს ბურთითაც დააჯილდოვეს.