ავტორიზაცია

ოფიციალურად: სევილიამ ახალი მარცხენა მცველი დაიმატა

ოფიციალურად: სევილიამ ახალი მარცხენა მცველი დაიმატა
თარიღი 15 აგვ 2021, 16:38

„ვერდერის“ და შვედეთის ნაკრების მცველი ლუდვიგ აუგუსტინსონი ესპანური „სევილიას“ ფეხბურთელი გახდა.

27 წლის შვედმა ფეხბურთელმა ანდალუსიურ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა.

ბრემენის „ვერდერში“ აუგუსტინსონი 2017 წლიდან ასპარეზობდა. გასულ სეზონშ მან ბუნდესლიგის 23 მატჩში 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

შვედეთის ნაკრებში აუგუსტინსონს 2015 წლიდან იძახებენ.