ავტორიზაცია

გვარდიოლამ განმარტა, თუ როგორ გადაიხადა მანჩესტერ სიტიმ გრილიშის სანაცვლოდ 100 მლნ ფუნტი

გვარდიოლამ განმარტა, თუ როგორ გადაიხადა მანჩესტერ სიტიმ გრილიშის სანაცვლოდ 100 მლნ ფუნტი
თარიღი 15 აგვ 2021, 19:20

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "ასტონ ვილადან" ნახევარმცველ ჯეკ გრილიშის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

"გრილიში შევიძინეთ, რადგან ფეხბურთელების გაყიდვით 60 მილიონი ფუნტი მივიღეთ, ასე რომ მასში 40 მილიონი დავხარჯეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ვერ გავაკეთებდით".

"ნებისმიერ კლუბში მფლობელი წყვეტს, თუ რა უნდა. ჩვენს მფლობელებს ამ სამყაროში ცხოვრება სურთ, ფეხბურთელების ყიდვა უნდათ. რაშია პრობლემა?", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" "ასტონ ვილას" გრილიშის სანაცვლოდ 2021 წლის 5 აგვისტოს 100 მილიონი ფუნტი გადაუხადა. ეს ტანსფერი პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა.