ავტორიზაცია

VIDEO: მოქმედმა ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო — ატლეტიკომ ლა ლიგის პირველ ტურში სელტას სძლია

VIDEO: მოქმედმა ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო — ატლეტიკომ ლა ლიგის პირველ ტურში სელტას სძლია
თარიღი 15 აგვ 2021, 21:52

ესპანეთის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების პირველი ტურის ეგიდით, მადრიდის "ატლეტიკო" სტუმრად ვიგოს "სელტას" დაუპირისპირდა.

აღნიშნული შეხვედრა დიეგო სიმეონეს შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

23-ე წუთზე, ანხელ კორეამ საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მიიღო, კარის მარჯვენა ცხრიანში ძლიერად დაარტყა და ანგარიშიც გახსნა.

59-ე წუთზე, იაგო ასპასმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა, მაგრა 64-ე წუთზე კორეამ "როხიბლანკო" კვლავ წინ გაიყვანა.

კომპენსირებულ დროში შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ორივე გუნდის ფეხბურთელი გააძევა - უგო მალიო და მარიო ერმოსო.

შეგახსენებთ, "ატლეტიკომ 2020/21 წლების სეზონში 38 მატჩში 86 ქულა დააგროვა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა. თავის მხრივ, "სელტამ" ჩემპიონატი 53 ქულით მე-8 პოზიციაზე დაასრულა.

ვიდეომიმოხილვა