ავტორიზაცია

სევილიამ ვერდერისა და შვედეთის ნაკრების მცველი დაიმატა

სევილიამ ვერდერისა და შვედეთის ნაკრების მცველი დაიმატა
თარიღი 15 აგვ 2021, 22:24

შვედეთის ნაკრებისა და "ვერდერის" მცველი, ლუდვიგ აუგუსტინსონი "სევილიაში" გადავიდა.

ანდალუსიურმა კლუბმა ბრემენელებს 4,5 მილიონი ევრო გადაუხადა.

27 წლის შვედმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ახალ გუნდთან კონტრაქტიც გააფორმა.

გასულ სეზონში აუგუსტინსონმა ბუნდესლიგაში 23 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე პასი გააკეთა.