ავტორიზაცია

ინტერი ინსინიეს სანაცვლოდ ნაპოლის 15 მილიონ ევროს უხდის

ინტერი ინსინიეს სანაცვლოდ ნაპოლის 15 მილიონ ევროს უხდის
თარიღი 15 აგვ 2021, 22:32

"ინტერი" "ნაპოლის" თავდამსხმელ ლორენცო ინსინიეს ხელში ჩაგდებისთვის იბრძვის.

მილანური გრანდი მზად არის 30 წლის იტალიელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს, იტყობინება Corriere dello Sport.

თავად ინსინიეს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა ნეაპოლელებთან მომავალ ზაფხულს ეწურება, "ნერაძურისთან" 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმება უნდა. ამ შემთხვევაში, იგი წლიურად 6 მილიონს გამოიმუშავებს ხელფასის სახით.

ინსინიემ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.