ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ბრუნო ფერნანდეშთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო

მანჩესტერ იუნაიტედმა ბრუნო ფერნანდეშთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო
თარიღი 15 აგვ 2021, 22:52

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ნახევარმცველ ბრუნო ფერნანდეშთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყო, იტყობინება ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნები" 26 წლის პორტუგალიელთან ახალ ხელშეკრულებას გასული კვირიდან განიხილავენ.

როგორც აღინიშნება, მხარეები თანამშრომლობას 2026 წლის ივნისის ბოლომდე გააგრძელებენ.

2021/22 წლების სეზონში ფერნანდეშმა "ემიუს" რიგებში 1 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2025 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.