მარსელის ფორვარდი ბეტისში გადასვლასთანაა ახლოს
"მარსელის" თავდამსხმელი, დარიო ბენედეტო "ბეტისში" გადასვლასთანაა ახლოს, იტყობინება Le10Sport.
გავრცელებული ინფორმაციით, ესპანური კლუბი 31 წლის არგენტინელს ერთწლიანი იჯარით იმატებს.
2021/22 წლების სეზონში ბენედეტომ ერთ მატჩში მონაწილეობის მიღება უკვე მოასწრო.
Transfermarkt-ის ვერსიით, სამხრეთამერიკელი შემტევის სატრანსფერო ფასი 7 მილიონ ევროს შეადგენს.