ავტორიზაცია

ატლეტიკო ჰერტას თავდამსხმელს უმიზნებს

ატლეტიკო ჰერტას თავდამსხმელს უმიზნებს
თარიღი 15 აგვ 2021, 23:30

"ატლეტიკო" "ჰერტას" თავდამსხმელ მატეუს კუნიათი ინტერესდება, იტყობინება ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდულ კლუბს "ფიორენტინას" ფორვარდ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი ჩაეშალა და 22 წლის ბრაზილიელზე გადაერთო.

გასულ სეზონში კუნიამ "ჰერტას" მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა ფორვარდის სატრანსფერო ფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს.