ამ ზაფხულს რენატო სანჩეშის ტრანსფერი შეიძლება არ შედგეს
"ლილის" ნახევარმცველმა, რენატო სანჩეშმა ტრავმა მიიღო.
როგორც გამოცემა L'Equipe იტყობინება, უახლოეს პერიოდში იგი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შეიძლება მენისკზე ოპერაცია დასჭირდეს.
ასეთ შემთხვევაში, 23 წლის პორტუგალიელის სხვა გუნდში ტრანსფერი გამოირიცხება.
2020/21 წლების სეზონში სანჩეშმა "ლილის" რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.