ავტორიზაცია

VIDEO: ბრეიტუეიტის დუბლი და ასისტი — ბარსელონამ უხვგოლიან მატჩში სოსიედადს მოუგო

VIDEO: ბრეიტუეიტის დუბლი და ასისტი — ბარსელონამ უხვგოლიან მატჩში სოსიედადს მოუგო
თარიღი 15 აგვ 2021, 23:58

ესპანეთის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების პირველი ტურის ეგიდით, "ბარსელონამ" "სოსიედადს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება კატალონიური გრანდის გამარჯვებით დასრულდა - 4:2.

შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა - მემფის დეპაის ჩაწოდების შემდეგ, ხერარდ პიკემ მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მარტინ ბრეიტუეიტმაც გაიტანა და "ლურჯ-ბროწეულისფრები" შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ.

59-ე წუთზე, დანიელმა ფორვარდმა სხვაობა სამბურთიანი გახადა, თუმცა მატჩის მიწურულს ვითარება დაიძაბა - 82-ე და 85-ე წუთებზე, "სოსიედადმა" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, ლოპეტესა და ოიარზაბალის გოლებით.

თუმცა, საბოლოო შედეგი მაინც კატალონიური გრანდის ფეხბურთელმა დააფიქსირა - 91-ე წუთზე, ბრეიტუეიტის გადაცემის შემდეგ ბასკების კარი სერხი რობერტომ აიღო.

ცნობისთვის, მომდევნო შეხვედრას "ბარსელონა" 21 აგვისტოს, "ბილბაოს" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

ვიდეომიმოხილვა