ავტორიზაცია

VIDEO: საშინელი დებიუტი - ზიდანის შვილი ლა ლიგის პირველ ტურში მოედნიდან მე-15 წუთზე გააძევეს

თარიღი 16 აგვ 2021, 01:29

ზინედინ ზიდანის შვილმა, ლუკა ზიდანმა, ლა ლიგის პირველ ტურში, „სევილიასთან“ მატჩში მოედანზე მხოლოდ 15 წუთით მოახერხა გაჩერება.

„რაიო ვალეკანოს“ მეკარემ საკუთარ საჯარიმოში მეტოქე უცნაურად წააქცია, რის გამოც მის კარში პენალტი დაინიშნა, თავად ლეგენდარული ფეხბურთელის შვილი კი მოედნიდან გააძევეს.