ავტორიზაცია

სახელფასო ჭერი? არა, არ გაგვიგია - პსჟ პოგბას ზღაპრულ წინადადებას უმზადებს

სახელფასო ჭერი? არა, არ გაგვიგია - პსჟ პოგბას ზღაპრულ წინადადებას უმზადებს
თარიღი 16 Aug 2021, 13:38

The Independent-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენი" არ ეშვება "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურ ნახევარმცველს, პოლ პოგბას. "პსჟ" ჩვეულ სტილში ფეხბურთელს ზღაპრული ხელფასით თაფლავს.

ფრანგი ფლეიმეიქერის პარიზში გადასვლა დაგეგმილია არა ახლა, არამედ 2022 წლის ზაფხულში, როდესაც ფეხბურთელი გახდება თავისუფალი აგენტი, რითაც მას უფასოდ გადმოსვლა შეეძლება.

როგორც ცნობილია, "წითელი ეშმაკების" გამთამაშებლის ამჟამინდელი კონტრაქტი გათვლილია სწორედ 2022 წლის ზაფხულამდე, რომლის გახანგრძლივებას ის არ აპირებს.

რაც შეეხება "ლურჯ-წითლების" მაცდუნებელ წინადადებას, "მანკუნიანელების" ექვსიანი მიიღებს კვირაში 600 ათასს, რაც ყოველწლიური ხელფასით 31 მილიონი ევროა.