ავტორიზაცია

ნაგელსმანმა ლევანდოვსკი და ჰოლანდი შეადარა ერთმანეთს

ნაგელსმანმა ლევანდოვსკი და ჰოლანდი შეადარა ერთმანეთს
თარიღი 16 Aug 2021, 17:22

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, რობერტ ლევანდოვსკი და ერლინგ ჰოლანდი შეადარა ერთმანეთს.

„ჰოლანდი გამორჩეული ფორვარდია, როემლიც „ბორუსია დორტმუნდის“ თამაშზე უდიდეს გავლენას ახდენს, მისთვის გარბენების საშუალების მიცემა უბრალოდ აკრძალულია.

ის ძალიან სწრაფია და 36 კმ/სთ სისწრაფით მირბის. თუმცა, ლევანდოვსკიმ უკვე დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონის თავდამსხმელია.

ერლინგი ჯერ არც ისე დიდი ხანია ბუნდესლიგაში თამაშობს, მაგრამ მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია. ჩვენ ცოტა სხვადასხვანაირი სტილის ფეხბურთელებზე ვლაპარაკობთ. 

 ლევანდოვსკი უფრო გამოცდილია და მახარებს, რომ ის ჩვენს გუნდში თამაშობს.“ - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Bayern&Germany.

ნაგელსმანმა „ბაიერნი“ ამ სეზონის თავზე ჩაიბარა, იქამდე კი 33 წლის მწვრთნელი „ლაიპციგს“ და „ჰოფენჰაიმს“ ედგა სათავეში.