ავტორიზაცია

შეთანხმება თითქმის მიღწეულია - პსჟ-ს მცველი ტოვებს

შეთანხმება თითქმის მიღწეულია - პსჟ-ს მცველი ტოვებს
თარიღი 16 აგვ 2021, 19:09

„პსჟ-ს“ მცველი ლაივინ კურზავა დიდი ალბათობით გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს.

Footmercato-ს ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფრანგი მცველი წესით „ლიონში“ უნდა გადავიდეს, რომელთანაც პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს.

უახლოეს პერიოდში კლუბები სატრანსფერო თანხაზე უნდა მორიგდნენ და ამის შემდეგ, კურზავას „ლიონში“ გადასვლას ხელს ვეღარაფერი შეუშლის.

ამ ზაფხულს, კურზავა თურქეთის ჩემპიონატში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა „პსჟ-ს“ ფინანსური მოთხონვების დაკმაყოფილება ვერავინ მოახერხა. 

დიდი ალბათობით, კურზავას წასვლის მთავარი მიზეზი მცირე სათამაშო პრაქტიკაა, რომელიც, სავარაუდოდ, ხმაურიანი სატრანსფერო კამპანიის შემდეგ კიდევ უფრო შემცირდება.