ავტორიზაცია

ამაღამ, ესპანური პრესა რონალდუს მომავალთან დაკავშირებით სენსაციურ ინფორმაციას გვპირდება

ამაღამ, ესპანური პრესა რონალდუს მომავალთან დაკავშირებით სენსაციურ ინფორმაციას გვპირდება
თარიღი 16 აგვ 2021, 21:18

კრიშტიანუ რონალდუს მომავალი გარკვევისგან ჯერ ძალიან შორსაა.

ის, რომ „იუვენტუსთან“ განშორება გამორიცხული არ არის - ყველა გამოცემას ერთხმად აქვს გამოცხადებული. მეტიც, წასვლის წინააღმდეგი არც „იუვენტუსია“ და არც თავად ფეხბურთელი.

ერთადერთ პრობლემად ამ დრომდე შემოთავაზებების ნაკლებობა სახელდებოდა. ახლა კი...

El Chiringuito TV-ს წამყვანი ხოსეპ პედრელოლი და მისი ერთ-ერთი კოლეგა ედუ აგირე აცხადებენ, რომ ამაღამ, ესპანეთის დროით 00:00-ზე, ხოლო თბილისის დროით 02:00 საათზე პორტუგალიელის მომავალთან დაკავშირებით სენსაციურ ინფორმაციას გამოაცხადებენ.

ერთი შეხედვით ეს უბრალო და რიგით ჭორს ჰგავს, მაგრამ სიტუაციას თავდაყირა ის აყენებს, რომ ედუ აგირე კრიშტიანუ რონალდუს უახლოესი მეგობარია, მის პრაქტიკულად ყველა მატჩს საოჯახო ლოჯიდან უყურებს და ამასთანავე, აგირე და პედრელოლი პირველები იყვნენ, ვინც რონალდუს „რეალიდან“ „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლაზე ალაპარაკდა. 

პსჟ? 

ერთ-ერთ ყველაზე რეალურ ვარიანტად, თუ მართლაც რონალდუს მომავალზე ავლაპარაკდით, პარიზი მოსჩანს, რომელიც ამ ზაფხულს ყველა ვარსკვლავს თავისთან ისრუტავს. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს 24 საათში კილიან მბაპე „პსჟ-ს" ხელმძღვანელობას შეხვდება და გუნდიდან გაშვებას კიდევ ერთხელ სთხოვს და არ არის გამორიცხული, 22 წლის ფრანგის მადრიდში გაშვების შემდეგ, „პსჟ-მ" მისი ჩანაცვლება რონალდუთი მოინდომოს.

ფოტომტკიცებულება

კრიშტიანუ რონალდუ ედუ აგირესთან ერთად