უარი ახალ 6-წლიან კონტრაქტზე — მბაპეს პსჟ-ს დატოვება და რეალში გადასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ფრანგული კლუბი შესაძლოა ამ ზაფხულსვე დატოვოს, იტყობინება Marca.
გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, 22 წლის შემტევს პარიზელებმა ახალი, 6-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა ფრანგი სუპერვარსკვლავისგან მტკიცე უარი მიიღეს.
როგორც აღინიშნება, მბაპეს, რომელსაც "პსჟ"-სთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება, მადრიდის "რეალში" გადასვლის იმედი აქვს.
გასულ სეზონში კილიანმა ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
Transfermarkt-ის ვერსიით, "პარი სენ ჟერმენის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი ამჟამად 160 მილიონ ევროს შეადგენს.