ავტორიზაცია

პსჟ-ს ოფიციალური წინადადებით მიმართეს — იულიან დრაქსლერი ახალ კლუბს უახლოვდება

პსჟ-ს ოფიციალური წინადადებით მიმართეს — იულიან დრაქსლერი ახალ კლუბს უახლოვდება
თარიღი 17 აგვ 2021, 00:24

"პარი სენ ჟერმენის" შემტევი ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი ამ ზაფხულს გერმანიის ჩემპიონატში დაბრუნებასთან ახლოს არის.

როგორც ცნობილი გერმანული გამოცემა Kicker იტყობინება, 27 წლის ფეხბურთელისადმი კონკრეტულ ინტერესს "ლევერკუზენი" იჩენს.

"ფარმაცევტებმა" პარიზელებთან დრაქსლერის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს და 20 მილიონ ევროიანი წინადადებითც მიმართეს.

აღსანიშნავია, რომ იულიანმა აქამდე "პსჟ"-სთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა და ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა "ლევერკუზენში" გადასვლას.

დრაქსლერი "პარი სენ ჟერმენთან" 2017 წლის იანვრიდან ასპარეზობს. გასულ სეზონში მან 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.