ავტორიზაცია

იუვენტუსი ლოკატელის ტრანსფერზე უკანასკნელ შეთავაზებას ამზადებს — ფაბრიციო რომანო

იუვენტუსი ლოკატელის ტრანსფერზე უკანასკნელ შეთავაზებას ამზადებს — ფაბრიციო რომანო
თარიღი 17 აგვ 2021, 00:57

"იუვენტუსი" მზად არის ნახევარმცველ მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე ბოლო შეთავაზება გააკეთოს, წერს ფაბრიციო რომანო.

გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის თანახმად, მხარეები შესაძლოა 35 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. გარიგების სტრუქტურა დადგენილი არ არის, მხარეები ბოლო დეტალებს განიხილავენ.

ამასთანავე, აღინიშნება, რომ "არსენალი" 23 წლის იტალიელისთვის აღარ იბრძვის - ფეხბურთელს მხოლოდ "იუვენტუსში" გადასვლა სურს.

ლოკატელიმ გასულ სეზონში "სასუოლოს" რიგებში სერია ა-ში 34 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ლოკატელის სატრანსფერო ღირებულება, რომელმაც ამ ზაფხულს იტალიის ნაკრებთან ერთად ევრო 2020 მოიგო, სწორედ 35 მილიონს შეადგენს.