ავტორიზაცია

სიმონე ინძაგიმ ინტერში შესაძლოა თავისი ყოფილი შეგირდი მიიყვანოს - ტრანსფერი 35 მილიონ ევროდ არის შეფასებული

სიმონე ინძაგიმ ინტერში შესაძლოა თავისი ყოფილი შეგირდი მიიყვანოს - ტრანსფერი 35 მილიონ ევროდ არის შეფასებული
თარიღი 17 აგვ 2021, 12:50

რომის „ლაციოს“ ერთ-ერთი ლიდერი ხოაკინ კარლოს კორეა შესაძლოა გუნდიდან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე წავიდეს.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ფეხბურთელს გუნდის დატოვება სურს, თუმცა საქმეს „ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო ართულებს, რომელიც მასში 35 მილიონ ევროს იხდის.

კორეას შეძენით „ინტერი“ და კერძოდ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, სიმონე ინძაგი ინტერესდება, რომელიც ამ ზაფხულამდე არაერთი წლის მანძილზე სწორედ „ლაციოს“ წვრთნიდა.

„არწივებს“ ამ ტრანსფერის განხორციელებაში „ლესტერი“ და ევერტონი“ შეეცილებიან.“ - წერს სკირა სოციალურ ქსელში.

გასულ სეზონში კორეამ „ლაციოს“ მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

„ლაციომდე“ კორეა ესპანურ „სევილიაში“, იტალიურ „სამპდორიაში“ და არგენტინულ „ესტუდიანტესსა“ და „რივერ პლეიტში“ ასპარეზობდა.