ავტორიზაცია

პროტესტმა ვერ გაჭრა - ჰარი კეინმა ტოტენჰემთან ერთად ვარჯიში განაახლა

პროტესტმა ვერ გაჭრა - ჰარი კეინმა ტოტენჰემთან ერთად ვარჯიში განაახლა
თარიღი 17 Aug 2021, 15:03

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა, საერთო ჯგუფში ვარჯიში განაახლა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, დღეს ინგლისელმა ფორვარდმა გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა. აქამდე, კეინი ჯერ ევრო 2020-ს შემდეგ შვებულებაში იყო, შემდეგ კი - იზოლაციაში.

თუმცა, სხვა გამოცემები იტყობინებიან, მათ შორის ავტორიტეტული ფაბრიციო რომანოც, რომ კეინი გუნდის ვარჯიშებს შეგნებულად ტოვებდა და ამ გზით, „მან.სიტიში“ გაშვებას ითხოვდა.

რამდენიმე კვირის წინ, გვარდიოლას გუნდმა „ტოტენჰემს“ კეინის სანაცვლოდ 100 მლნ ევრო და რომელიმე ფეხბურთელი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. შემდგომ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სიტი“ 150 მილიონის შეთავაზებასაც აპირებს, მაგრამ „დეზებს“ არც ამ შემოთავაზებაზე დათანხმების სურვილი აქვთ.