ავტორიზაცია

გუნდები შეთანხმდნენ - მანუელ ლოკატელი იუვენტუსის ფეხბურთელია

გუნდები შეთანხმდნენ - მანუელ ლოკატელი იუვენტუსის ფეხბურთელია
თარიღი 17 აგვ 2021, 17:45

„სასუოლოს“ იტალიელი ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი კარიერას იტალიურ გრანდში გააგრძელებს.

„იუვენტუსმა“ და „სასუოლომ“ ახალგაზრდა ფეხბურთელის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს - ლოკატელი „ალიანც სტედიუმზე“ 35 მლნ ევროდ გადაბარგდება და მხარეებს შორის კონტრაქტში ბონუსების სისტემაც გაიწერება.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს რამდენიმე დღეში დადასტურდება - მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის საბოლოოდ დახურულია.

საინტერესოა, რომ წარმატებული ევრო 2020-ს შემდეგ ლოკატელის მიმართ ინტერესს ლონდონის „არსენალიც“ იჩენდა, თუმცა ფეხბურთელის პრიორიტეტი ყოველთვის „იუვენტუსში“ გადასვლა იყო და მან ხელმძღვანელობას ტურინელთა დალოდება სთხოვა.