ავტორიზაცია

კალეხონი შესაძლოა ფიორენტინადან ლაციოში გადავიდეს

კალეხონი შესაძლოა ფიორენტინადან ლაციოში გადავიდეს
თარიღი 17 აგვ 2021, 20:59

"ლაციო" "ფიორენტინას" თავდამსხმელ ხოსე კალეხონისადმი იჩენს ინტერესს, წერს La Gazzetta dello Sport.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ტრანსფერის ინიციატორი რომაელთა მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარია, რომელიც 34 წლის ესპანელთან ერთად თავის დროზე "ნაპოლიში" მუშაობდა.

კალეხონს "იებთან" მოქმედი კონტრქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი სულ რაღაც 1,5 მილიონი ევროა.

გასულ სეზონში კალეხონმა საერთო ჯამში 22 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.