ავტორიზაცია

ვესტ ჰემი მანჩესტერთან ლინგარდის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებს

ვესტ ჰემი მანჩესტერთან ლინგარდის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებს
თარიღი 17 აგვ 2021, 21:15

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა კარიერა შეიძლება "ვესტ ჰემში" გააგრელოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ჩაქუჩები" 28 წლის ინგლისელის ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლას აგრძელებენ, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით სწორედ ლონდონელთა რიგებში გაატარა.

როგორც აღინიშნება, "მანჩესტერ იუნაიტედს" ლინგარდის თაობაზე რამდენიმე სხვა შეთავაზებაც აქვს.

2020/21 წლების სეზონში ლინგარდმა "ვესტ ჰემის" მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.