ავტორიზაცია

ჩელსის მცველი კარიერას ალავესში გააგრძელებს

ჩელსის მცველი კარიერას ალავესში გააგრძელებს
თარიღი 17 აგვ 2021, 21:18

"ჩელსის" მცველი, მეტ მიაზგა კარიერას ესპანეთში გააგრძელებს, იტყობინება ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, "ალავესმა" 26 წლის ამერიკელის იჯარა შეათანხმა.

გასული სეზონი მიაზგამ ასევე არენდით "ანდერლეხტში" გაატარა, სადაც 33 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

მიაზგა "ჩელსის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს, თუმცა "არისტოკრატთა" პირველ გუნდში მხოლოდ ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული.