ავტორიზაცია

ტოტენჰემი კალიარის ნახევარმცველით ინტერესდება

ტოტენჰემი კალიარის ნახევარმცველით ინტერესდება
თარიღი 17 აგვ 2021, 21:27

"ტოტენჰემი" "კალიარის" ნახევარმცველ ნაითან ნანდესით ინტერესდება, იტყობინება Sky Sport Italia.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბმა 25 წლის ურუგვაელის ტრანსფერზე შეთავაზება გააკეთა.

თავად ფეხბურთელი მზად არის "კალიარი" დატოვოს, რადგან საკუთარი ძალების მოსინჯვა უფრო მაღალ დონეზე სურს.

გასულ სეზონში ნანდესმა სერია ა-ში 32 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.