იოვიჩი ინტერის ინტერესთა სფეროშია მოქცეული
"რეალის" თავდამსხმელი, ლუკა იოვიჩი ამ ზაფხულს შეიძლება "ინტერში" გადავიდეს.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, მხარეები ფეხბურთელის იჯარაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
მარიდულ კლუბში თავდამსხმელი არ სჭირდებათ და მზად არიან იგი სხვა კლუბში გაუშვან.
თავის მხრივ, "ინტერი" იოვიჩის ერთწლიანი იჯარით დამატებას გეგმავს.
მოგეხსენებათ, 23 წლის თავდამსხმელი "რეალში" 2019 წელს, "აინტრახტიდან" 63 მილიონ ევროდ გადავიდა.